26 ივლისს, საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით, District 4-ის სივრცეში გაიმართა 1-დღიანი ტექნოლოგიური ფესტივალი — Robo Battle 2025! ღონისძიებამ დღის განმავლობაში გააერთიანა 10000-მდე ვიზიტორი და 500-ზე მეტი მონაწილე. ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების წახალისება STEM და ინჟინერიის სფეროში, ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების განვითარება რეალურ პრაქტიკულ გარემოში.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან ტექნოლოგიურ აქტივობებში, ასევე თვალი ედევნებინათ შეჯიბრებებისთვის. Robo Battle 2025-ის ფარგლებში ჯამში 18 საპრიზო ადგილი გამოვლინდა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით: საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი: 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი SUMO რობოტების ტურნირი: 2 წონით კატეგორიაში გამოვლინდა 6 გამარჯვებული გუნდი RC მანქანების შეჯიბრება: 3 საპრიზო კატეგორიაში დაჯილდოვდა გამარჯვებული.
დამთვალიერებლებისთვის დამატებით წარმოდგენილი იყო:
Robo Battle 2025 წარმოადგენს ინსპირაციულ სივრცეს ინჟინრების, დიზაინერებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.Robo Battle-ის მიზანია ახალგაზრდების STEM ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში წახალისება. რობოტიკის, პროგრამირებისა და სხვა ტექ მიმართულებების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების გაღრმავება რეალური პრაქტიკის მეშვეობით.
ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი იყო სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless • ვეისთლესი. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაებარებინათ ელექტრო ნარჩენები ვეისთლესის სპეციალურ ყუთებში, ბოლოს კი გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც გარემოსდაცვის მიმართ გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა ფულადი ჯილდო 1000 ლარი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩვენი პარტნიორი იყო e-Governance Academy (eGA), რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია ციფრული ტრანსფორმაციის გზით საზოგადოებების კეთილდღეობისა და გამჭვირვალეობის ამაღლება.
RC მანქანების შეჯიბრებისა და სივრცის მხარდამჭერი იყო- კომპანია Wissol. ოფიციალური პარტნიორები:
e-Governance Academy • Croco.ge • Saba Industrial • Copter Tech DJI • District 4 • IT Academy Step Georgia • Smart Academy • სმარტ აკადემია • Edison Tech Solutions • Innotec • Terminal • ტერმინალი • Coca-Cola Bottlers • Robocode • Lenovo • Into Store • Mila • Setanta Sports • arte • Over print • Smart Digital • Tbilisi Digital School • Tools Rent • MBG Safety • ემბიჯი სეიფთი • Ecoflow • Podcast Area • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University
Community მხარდამჭერები:
CG Georgia • Charte.ge • GDG • Giffer • Pixel Academy • KakhasRc • Tene • საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაცია, მეცნიერება ყველასათვის
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, პარტნიორსა და სტუმარს.ასოციაცია სამომავლოდაც გეგმავს ახალ შეჯიბრებს და აქტივობებს, რომლებიც მალე ახალ ფორმატში დაანონსდება!
მედიაპარტნიორები:
Marketer • NEXT.On.ge • Forbes Georgia • Entrepreneur Georgia
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის Facebook გვერდი ; საქართველოს რობოტიკის ასოციაციის Instagram გვერდი ; დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ: info@gra.geვიდეოები
ფოტოები